logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: ჩვენი მიზანია, საქართველოს პროგრესი მაქსიმალურად იყოს ასახული ვარშავის სამიტის დეკლარაციაში
- +

5 აპრილი. 2016. 10:50



ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მიზანია, ქვეყნის პროგრესი მაქსიმალურად იყოს ასახული ვარშავის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში.



გუშინდელმა განხილვებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოორდინირებული მიდგომის მნიშვნელობას ყველა სახელმწიფო სტრუქტურის, სამოქალაქო სექტორის და მედიის მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება, მნიშვნელოვანია, რომ ის ძირითადი მახასიათებელი, რაც მას გააჩნია, იყოს შეჯერებული. გვექნება შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო გამოცდილება გავიზიაროთ, მეორე მხრივ მათ გავუზიაროთ ქართული გამოცდილება და შევაჯეროთ ის მოქმედებები, რომლითაც ყველაზე ეფექტურად შევეცდებით გავუწიოთ წინააღმდეგობა პოზიტიური გზავნილებით არასწორ ინფორმაციას, დეზინფორმაციას და პროპაგანდას.

დღეს საუბარი შეეხება ვარშავის სამიტს და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას სამიტის წინ და მის შემდგომ.

ჩვენი მიზნები უკავშირდება იმას, რომ საქართველოს პროგრესი მაქსიმალურად იყოს ასახული ვარშავის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში, როგორც პოლიტიკური გზავნილებით, ისე პრაქტიკული ინსტრუმენტებით", -  განაცხადა დავით ბაქრაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner