logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: „ქრონიკა +“-ის რედაქციიდან ორჯერვე მე წამოვედი ჩემით და არანაირი კომპრომატების ქეისი ჩემზე არ არსებობდა
- +

24 მაისი. 2017. 12:58

„არც ერთი ცნობილი ჟურნალისტი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან საკუთარი სურვილით არ წასულა - ყველა პირადად მე გავუშვი კონკრეტული „ქეისის" გამო (ქრთამი, გამოძალვა, ადამიანების შანტაჟი და ა. შ.)" - დაწერა ელისო კილაძემ და სოციალურ ქსელში, საჯაროდ გამოაქვეყნა. თუმცა, ამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე შემდეგი სახის განცხადება გააკეთა სოციალური ქსელის მეშვეობით: „დამიგვიანდა რეაქცია:  ირინა გოგოსაშვილი „ქრონიკა+" - დან საკუთარი სურვილით წავიდა, არავის გაუგდია და ნებისმიერ დროს შეუძლია უკან დაბრუნდეს."

მოკლედ გეტყვით - ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ირინა გოგოსაშვილია! 

ჟურნალისტი, რომელსაც აფხაზეთის ომი საკუთარი მხრებით აქვს „ნატარები", ადამიანი, რომელიც მუდამ პირდაპირობით გამოირჩევა, თუმცა, ჩემს წინასიტყვაობას, სჯობს, რესპონდენტს მოვუსმინოთ, რომელიც „ქრონიკა+" - ის რედაქციაში ერთ-ერთ გამოცდილ და მთავარ ჟურნალისტადაც ითვლებოდა და რომელიც, დიახ - პირდაპირ და ღიად ამხელს ელისო კილაძის დანაშაულებრივ და არაპროფესიულ საქმიანობას! - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.

 

გთავაზობთ ამონარიდს ირინა გოგოსაშვილის ინტერვიუდან:

 

– მე ამ „პოსტის“ („არც ერთი ცნობილი ჟურნალისტი „ქრონიკა +“-ის რედაქციიდან საკუთარი სურვილით არ წასულა – ყველა პირადად მე გავუშვი კონკრეტული „ქეისის“ გამო ( ქრთამი, გამოძალვა, ადამიანების შანტაჟი და ა. შ.)“ – ავტ.) შემდეგ დავრეკე ნანა თვალაბეიშვილთან, ანუ მთავარი რედაქტორის მოადგილესთან: „მე ელისომ გამიშვა კონკრეტული კომპრომატების „ქეისით“ სამსახურიდან – თქო?“ – ვკითხე. „არა, რას ლაპარაკობო“ – შეიცხადა ნანამ და რაღა დაგიმალო, მეფერა კიდეც. როცა ელისოსთან მუშაობის პერიოდში ორჯერ უკიდურესად დამეძაბა ურთიერთობა, კილაძის ძმა გოჩა და ნანა თვალაბეიშვილი  ჩემს ეზოში, ჩემთან სახლში ამოქანდნენ და – „ხომ იცი, რა ტიპია, უცებ ამოიყვირებს და მერე ბოდიშებს იხდისო“ – მეუბნებოდნენ და სამსახურში დაბრუნებას მთხოვდნენ! დიახ, „ქრონიკა +“-ის რედაქციიდან ორჯერვე მე წამოვედი ჩემით და არანაირი კომპრომატების ქეისი ჩემზე არ არსებობდა, ვერც იარსებებდა და ვერც მომავალში იარსებებს!

 

ვიდრე საუბარს გავაგრძელებდეთ, აქვე კილაძესაც მივმართავ: გეთანხმები, ელისო! დაგვიანებულია შენი რეაქცია! წამოსვლამდე გთხოვე შენი კომენტარის შეცვლა, სადაც ყველაში გამრიე და ქრთამის და შანტაჟის გამო გაშვებულთა (როგორც თავად წერ!) სიაში ჩამსვი!

 

თუნდაც ერთი ფაქტი ან კომპრომატი რომ ყოფილიყო ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის პერიოდში, მე დღეს იმ ჟურნალისტების ჩამონათვალში ვიქნებოდი, ვისაც თავის ჭკუაზე ატრიალებს ამა თუ იმ მედიის ხელმძღვანელი! ერთადერთი რამ, რაც შეიძლება თქვან ჩემზე, – არის გინება, როდესაც გაბრაზებულს ვინმესთვის შემიგინებია და სრულიად დამსახურებულადაც!

 

 


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45412   

right_banner right_banner
არქივი
right_banner