logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: მაქვს წერილი, კილაძის მოწერილი, სადაც მე მაშანტაჟებს!
- +

24 მაისი. 2017. 13:06


„არც ერთი ცნობილი ჟურნალისტი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან საკუთარი სურვილით არ წასულა - ყველა პირადად მე გავუშვი კონკრეტული „ქეისის" გამო (ქრთამი, გამოძალვა, ადამიანების შანტაჟი და ა. შ.)" - დაწერა ელისო კილაძემ და სოციალურ ქსელში, საჯაროდ გამოაქვეყნა. თუმცა, ამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე შემდეგი სახის განცხადება გააკეთა სოციალური ქსელის მეშვეობით: „დამიგვიანდა რეაქცია:  ირინა გოგოსაშვილი „ქრონიკა+" - დან საკუთარი სურვილით წავიდა, არავის გაუგდია და ნებისმიერ დროს შეუძლია უკან დაბრუნდეს."

 

მოკლედ გეტყვით - ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ირინა გოგოსაშვილია! 

 

ჟურნალისტი, რომელსაც აფხაზეთის ომი საკუთარი მხრებით აქვს „ნატარები", ადამიანი, რომელიც მუდამ პირდაპირობით გამოირჩევა, თუმცა, ჩემს წინასიტყვაობას, სჯობს, რესპონდენტს მოვუსმინოთ, რომელიც „ქრონიკა+" - ის რედაქციაში ერთ-ერთ გამოცდილ და მთავარ ჟურნალისტადაც ითვლებოდა და რომელიც, დიახ - პირდაპირ და ღიად ამხელს ელისო კილაძის დანაშაულებრივ და არაპროფესიულ საქმიანობას! - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.


გთავაზობთ ამონარიდს ირინა გოგოსაშვილის ინტერვიუდან:


- მე მაქვს წერილი, კილაძის მოწერილი, სადაც მე მაშანტაჟებს!


დიახ! მე მაშანტაჟებს! დოკუმენტურად დადასტურებული ამ შანტაჟით კი ელისო კილაძე დაეტაკა იმ კედელს, რომელსაც ნამდვილად არ უნდა დატაკებოდა! მე ვარ გამომძალველი? მერაბ ვეკუა რომ მოვიდა და  ტკბილეული და კონიაკი მომიტანა რედაქციაში, ეგ არის გამოძალვა? შოკოლადი იქვე შეიჭამა, კონიაკი იქვე დაილია... თუ ნესტან ტურაბელიძემ რომ მომიტანა  მურაბა, რომელიც რედაქციაშივე დარჩა, ეგ არის გამოძალვა? თუ ის გროშები, თუნდაც „პრემიალურით" გადმოგდებული - არ მეკუთვნოდა?


ვინც მემუქრება, სიმართლის „ლიმონკას" ვთხრი პირში!


დიახ, მე არც ნინო ჯღარკავა ვარ და არც გიორგი მამაცაშვილი, დიდაქტიკურ მოტივებზე ეპისტოლარულად რომ ვებაასო! მე ჩემი ბრძოლის მეთოდები აქვს!


საზღვარი აქვს უზნეობას! ჩემთვის რომ ვიღაცას დაეწერა ის, რაც ჯღარკავას დაუწერა - მანდვე დავსვამდი წერტილს! სხვათაშორის, მე და ნინო ჯღარკავას ძალიან ცუდი ურთიერთობები გვაქვს ერთმანეთთან. ელისომ მითხრა, შენი შვილი გალანძღაო და ამ თემაზე „შევყევით" მე და ჯღარკავა რამდენიმე წლის წინ... არადა, საერთოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს.


აი, აქაც ელისოს ხელი ურევია...


დეტალებს ახლა ნუ მომაყოლებ, მოდი, მთავარ სათქმელს მივუბრუნდები: რაც ელისომ დაუწერა ნინო ჯღარკავასა და მის შვილს, ეს აღარც უზნეობაა! ამას სხვა რამ ჰქვია! მეტსაც გეტყვით: ეს რომ ჩემზე დაეწერა, დღეს ელისო კილაძე ცოცხალი აღარ იქნებოდა!


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45412


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner