დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურა დაადგენს, იტყუება თუ არა გენერალური აუდიტორი. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კანონმდებლობისა და წესების სრული დაცვით არის მიღებული.
ჟურნალისტის კითხვაზე - „აუდიტორი იტყუება?" ნარმანიამ უპასუხა, რომ პროკურატურა დაადგენს.