logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი: ბრიტანეთში ახალი ტერაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს
- +

24 მაისი. 2017. 13:42



„მიმდინარე გამოძიების საფუძველზე ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულიდან" „კრიტიკულამდე" უნდა გაიზარდოს", - ამის შესახებ საგანგებო სამთავრობო კომიტეტის COBRA-ს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.


როგორც პრემიერი აღნიშნავს, შესაძლებელია, ტერაქტი ნებისმიერ დროს მოხდეს.


„ეს შეფასება არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ახალი თავდასხმა ძალიან სავარაუდოა, არამედ იმასაც, რომ შემდეგი თავდასხმა გარდაუვალია", - აღნიშნა ტერეზა მეიმ.


შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, მანჩესტერში, „მანჩესტერ არენაზე" მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა. დაიღუპა 22 მოქალაქე, ხოლო 59 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner