თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ორგანიზებით, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის თასი განთავსდა.
ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს და ის თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.
აღნიშნულ ჩემპიონატთან დაკავშირებით პრესტიჟული სარაგბო ჯილდო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობს.
მსოფლიო თასის მოსაპოვებლად 12 უძლიერესი გუნდი იბრძოლებს.