logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: არადა, ერთ კვირის წინ ბინძური ელისო კილაძე კიოდა, ჩხენკელებს არ ვიცნობო...
- +

24 მაისი. 2017. 14:24



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებსც:

 

„ყველაზე საინტერესო ჩემთვის ირინა გოგოსაშვილის ინტერვიუში ისაა, რომ ელისო კილაძის ოფისში მას მიუვარდა ორი ძმა ჩხენკელი, ვიღაც ტიპთან ერთად და „პრავები უკაჩავა", მერე ქრთამი შესთავაზა, რაღაც სტატიის არგასვლის გამო, ელისოსთან რომ „მოგვარებული" ჰქონდათ ჩხენკელებს თურმე და მის ჟურნალისტსაც სთავაზობდნენ ფულს! მოდი ახლა და ენდე ვინმეს ამ ქვეყანაზე. არადა, ერთ კვირის წინ ბინძური ელისო კილაძე კიოდა, ჩხენკელებს არ ვიცნობო, სისხლის სამართლის საქმეს აწი მაინც აღძრავთ, იმედია, პროკურატურავ, თუ მართლა იქამდე მიგვიყვანთ ადამიანებს, ბუნაგი გამოვუწვათ კილაძეს და ჩვენით აღვადგინოთ სამართალი! ვატყობ, მიგვიყვანთ იმ ზომამდე! დღეიდან რომელი ტელევიზიაც ამ ბინძურ, გამომძალველ, შანტაჟისტ ქალს მიიწვევს ეთერში, არ განუდგებიან პატიოსანი ჟურნალისტები ამ შემარცხვენელ „კოლეგას", ჩვენ გავემიჯნებით სამუდამოდ იმ ტელევიზიებსაც და იმ ჟურნალისტებსაც! უნდა გრცხვენოდეთ!" - წერს ჯღარკავა.

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45412   


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner