logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი „გამანადგურებელ იერიშს“ აანონსებს
- +

5 აპრილი. 2016. 11:23


 

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ გასანოვმა სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა და არმიას მოუწოდა, მოემზადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოწინააღმდეგის ძალებზე გამანადგურებელი იერიშის მისატანად.



თავდაცვის მინისტრის ბრძანება ეხება როგორც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, ასევე სარაკეტო-საარტილერიო ძალებს.



თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, „მინისტრმა ბრძანება გასცა, შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყონ დარტყმა ხანქენდზე (სომხური ტოპონიმიკით - სტეფანაკერტი) და ოკუპირებული ტერიტორიის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის არტილერიის და მძიმე საბრძოლო საშუალებების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ უმოკლეს ხანში სომხური მხარე არ შეწყვეტს ჩვენი დასახლებული პუნქტების დაბომბვას".



განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თავიანთ რიგებში მრავალრიცხოვანი დანაკარგის გამო სომხური მხარე მიმართავს შურისძიებას მშვიდობიან მოსახლეობაზე და ცეცხლს უშენს აზერბაიჯანელებით დასახლებულ საცხოვრებელ პუნქტებს.



„თავისი არაადამიანური საქციელით სომხეთი აიძულებს აზერბაიჯანს, მიიღოს ადეკვატური ზომები. აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სომხეთს, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner