logo_geo
eng_logo
16-17 აპრილს თბილისი ცეკვის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლებს
- +

5 აპრილი. 2016. 11:27



ოლიმპიადის ფარგლებში, საქართველოს 7 ქვეყნის 2 000-მდე წარმომადგენელი (ამერიკის, გერმანიის, უკრაინის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ირანის და სხვა ქვეყნის გუნდები ) ეწვევა, ქვეყნის მასშტაბით კი 3 000-მდე მონაწილე ჩაერთვება, მათ შორის შშმ პირები მთელი საქართველოდან.  ოლიმპიადას სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო მსაჯები გაუძღვებიან.


საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ვალენტინა კუზმიდის განცხადებით, საერთაშორისო ოლიმპიადის ფარგლებში ასევე ჩატარდება: საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩერლიდინგში, ტურნირი სასკოლო გუნდებსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ჩემპიონატები - Para Cheer და Para Dance, სადაც სხვა გამომსვლელებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან ეტლით მოსარგებლე პირები, სმენა და მხედველობა დაქვეითებული მოზარდები  თანამედროვე და საესტრადო ცეკვებში.


ჩერლიდინგი სპორტის სახეობაა, რომელიც მოიცავს შოუსა და სანახაობრივი სპორტის სახეობის ელემენტებს - ცეკვას, ტანვარჯიშისა და აკრობატიკის ელემენტებით. საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაცია კი შედის მსოფლიო და ევროპულ უმსხვილეს სპორტულ სტრუქტურებში: ICU-ის (International Cheer Union), რომელიც არის უმსხვილესი და ლიდერი ჩერლიდინგის სპორტული ფედერაცია მსოფლიოში, ასევე არის ECU-ის (European Cheer Union) და IDO (International Dance Organization) წევრი.


ოლიმპიადის მიზანია ქვეყანაში კულტურისა და სპორტის განვითარება, ფიზიკური კულტურისა და სპორტის საშუალებით ჯანმრთელობის განმტკიცების ხელშეწყობა. ჩერლიდინგი ამერიკასა და ევროპაში ძალზედ პოპულარული და განვითარებული სპორტია. ოლიმპიადა საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაციის, თანამედროვე და საესტრადო ცეკვების ეროვნული ფედერაციასა და IDO-ს ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.


ოლიმპიადა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner