logo_geo
eng_logo
„რაკია ჯორჯია“: დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
- +

24 მაისი. 2017. 15:01



კომპანია „რაკია ჯორჯიას" ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის" წევრ, დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


„საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გელა მიქაძესა და წინა მთავრობის მაღალჩინოსანს გიორგი ჯანაშიას 15 წლით პატიმრობა მიესაჯათ და 17.2 მლნ აშშ დოლარის კომპანიისთვის გადახდა დაეკისრათ. „რაკია ჯორჯიას" ყოფილ გენერალურ დირექტორს, საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან" გელა მიქაძეს, ასევე მის პარტნიორებს გიორგი ჯანაშიასა და ხატერ მასაადს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე ბრალდებულს უკანონოდ მითვისებული 17,2 მლნ აშშ დოლარის კომპანიისთვის დაბრუნება დაეკისრა.

 

გელა მიქაძე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსამართლე სამეჰ ჰამედ შეკერი გადაწყვეტილებაში ახსენებს, რომ სამივე ბრალდებული იყო „რაკიას" ნდობით აღჭურვილი პირი, რომლებმაც კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიის წილების თაღლითურად მითვისების ბრალდებით გელა-ზაზა მიქაძემ 2013 წელს, საქართველოში ნახევარწლიანი პატიმრობის შემდეგ აღიარა დანაშაული და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სანამ მიქაძე პარლამენტის წევრად რჩება, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში.

 

გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ 17.2 აშშ დოლარი ეს არის ერთი პატარა ნაწილი იმ სოლიდური თანხიდან, რომელიც გელა მიქაძემ თაღლითური გზით მიითვისა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner