logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოსთვის
- +

5 აპრილი. 2016. 11:29


 

„ჩვენს სამეზობლოში რამდენიმე დღის წინ დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას შეუძლებელია, მშვიდად  შევხვდეთ", - ამის შესახებ „რეპორტიორს" „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.



მისი თქმით, საქართველო ვალდებულია, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.




„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, მოგეხსენებათ, თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს და ის ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწისში დაიწყო. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ამ შეთანხმების   შემდეგ კი ორი დღის მომხდარი შეტაკება ყველაზე მასშტაბური გახლავთ. კონფლიქტის ფართომასშტაბიან ომში გადაზრდის შემთხვევაში ეს ომი პირდაპირ გავლენას მოახდენს ჩვენს სახელწიფოზე.  გავლენა, რა თქმა უნდა, ნეგატიური იქნება. მოგეხსენებათ, სომხეთს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, ხოლო თავის მხრივ, აზერბაიჯანს მხარდაჭერას თურქეთი უცხადებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვერცერთი ეს სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიაზე გავლის გარეშე ვერ შეძლებს, დაეხმაროს თავის ფავორიტ ქვეყანას (იქნება ეს სახმელეთო თუ საჰაერო გზა) ამ შემთხვევაში კი, საქართველო დადგება დილემის წინაშე, თუ რომლის პოზიცია დაიკავოს. მოგეხსებათ, ორივე ეს ქვეყანა (აზერბაიჯანი და სომხეთი) ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, განსაკუთრებით ეს აზერბაიჯანზე ითქმის. ხოლო მათი პოტენციური მოკავშირეები კი გახლავთ ჩვენი მეზობლები და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები (მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20%ოკუპირებული აქვს). რეალობას ვერ გავექცევით - ამ კონფლიქტის  ესკალაცია შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოსთვის.  ჩვენს მთავრობას მათ ხელთ არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენება მართებს, რათა მოხდეს კონფლიქტის დეესკალაცია, საქართველო ვალდებულია, ამ ორ სახელმწიფოს შორის მედიატორის როლი შეასრულოს და მათი წარმომადგენლების შეხვედრის უზრუნველყოფა მოახდინოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რათა დაიდოს ახალი შეთანხმება ამ ორ სახელმწიფოს შორის", - განაცხადა ქადაგიძემ.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner