logo_geo
eng_logo
ადვოკატის თქმით, ბარის თანამშრომელმა ლაშა თორდია გახმაურებული საქმის შემდეგ ამოიცნო
- +

24 მაისი. 2017. 17:18


 

კაფე-ბარი „პ.ა.მ კლუბის" თანამშრომელმა გიორგი კალაძემ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას იდენტიფიცირება თორდია-ფარცხალაძის კონფლიქტის ამსახველი ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ შეძლო.


გიორგი კალაძის ადვოკატმა ცოტნე ცანავამ „პირველ პრესკლუბში" ისაუბრა 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში" მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრების შესახებ, რომლის ფიგურანტი ლაშა თორდიაა.

 

„როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, ალკოჰოლურ ზემოქმედებაში მყოფი პირი არაადეკვატურად იქცეოდა. მოხდა დაწესებულების ერთ-ერთ თანამშრომელთან შელაპარაკება და ერთ-ერთმა პირმა მას მუსიკისთვის ხმის აწევა მოსთხოვა, რაც შემდგომში კონფლიქტში გადაიზარდა. ეს პირი გაიყვანეს ბარიდან, თუმცა, შემდგომ შევიდა ბარში და მუქარა დაიწყო იარაღის „ტრიალით". ეს პირი უმისამართოდ ატრიალებდა იარაღს და დაძაბული სიტუაცია შექმნა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბარის დახლს ეფარებოდა, რადგან გაუჩნდა შიში. მეორე დღეს ბარის თანამშრომლებმა საგამოძიებო ორგანოებს მიმართეს, მოხდა მათი გამოკითხვა. გამოძიებას გადასცეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც შიდასათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. თუმცა იმ პერიოდში ვერ მოახდინეს აღნიშნული პირის იდენტიფიცირება და ვერ მოხდა მისი სახელის და გვარის დაფიქსირება",- აცხადებს ადვოკატი.


მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც თორდია-ფარცხალაძის კონფლიქტის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა, მისმა დასცვის ქვეშ მყოფმა ამოიცნო ლაშა თორდია.


„როგორც თვითონ აცხადებს, ეს პირი არის თორდია. მან 6 თვის წინ მომხდარი ინციდენტის დროს არ იცოდა, ეს პირი იყო თუ არა თორდია. გასროლა არ ყოფილა, როგორც დაცვის ქვეშ მყოფი განმარტავს, თორდია მუქარას ახორციელებდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გაუჩნდა მოქალაქეობრივი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ინციდენტიდან 6 თვეა გასული და შედეგი არ დამდგარა, როცა ზუსტად ანალოგიურ სიტიაციაში თორდია-ფარცხალაძის ინციდენტზე საგამოძიებო ორგანოებმა ძალიან ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება", - განაცხადა ცოტნე ცანავამ.


ადვოკატის თქმით, გიორგი კალაძის მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ინციდენტის გამოკვლევა და დადგეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „პ.ა.მ კლუბის" ბარში დ.გ.-ს უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა და დაემუქრა. გამოძიების დაწყებისთანავე, მოწმის სახით გამოკითხული ბარის თანამშრომლების: 2016 წლის 24 დეკემბერს გამოკითხული - დ.გ-ს, ხოლო 26 დეკემბერს გამოკითხული ლ.ა.-ს და ჯ.დ.-ს ჩვენებებით, მათთვის უცნობი მამაკაცი ბარში მუსიკისთვის ხმის არ აწევის გამო იარაღით ხელში თავს დაესხა დ.გ.-ს და იარაღი სახის არეში რამდენჯერმე დაუმიზნა. აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამი იყო და სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი თანხმლები პირის ჩარევის შედეგად. მოწმეების ჩვენებით, ხსენებული მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და მისი მხრიდან დ.გ-ზე განხორციელებულმა თავდასხმამ მათში მუქარის განხორციელების რეალური შიში გამოიწვია. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა თ.ბ.-მ და გ.კ.-მ დაადასტურეს ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner