„94-ე მუხლის გაჩენა თავის დროზე კონსტიტუციაში მიზნად ისახავდა, რომ ცემენტირება მომხდარიყო მსოფლმხედველობითი შეხედულებების მსოფლიო ეკონომიკის პოლიტიკასთან", - ამის შესახებ „tvპირველის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილის ინფორმაციით, კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რომელიც საგადასახადო ნორმებს ეხება წინა ხელისუფლების პერიოდში მიხეილ სააკაშვილის პირადი სურვილის მიხედვით ჩაიწერა კონსტიტუციაში.
„მოტივაცია იყო ამ მუხლის გაჩენის ის,რომ ცემენტირება მომხდარიყო იდეოლოგიური მსოფლმხედველობითი შეხედულებების ეკონომიკის პოლიტიკასთან. სააკაშვილს და ბენდუქიძეს ეს გამოუვიდათ, რადგან, როცა ამას კონსტიტუციის დონეზე აიყვან, შემდეგ ამის შეცვლას ბევრი ძალისხმევა სჭირდება", -განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.