logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: ამ ეტაპზე არანაირი გადასახადების ზრდა არ იგეგმება!
- +

24 მაისი. 2017. 21:17



„თქვენ დროს ეკონომიკა იზრდებოდა სწრაფად, რადგან მსოფლიო  ეკონომიკა იყო ძლიერი",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთან ოპონირებისას „tvპირველების" ეთერში განაცხადა. ნაცვლიშვილი თვლის, რომ საგადასახადო სისტემა რეფორმას საჭიროებს, მისივე ინფორმაციით არსებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანაში ვერ დაძლია უმუშევრობა. მან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს უმუშევრობის სტატისტიკაც შეახსენა.


„ეკონომიკური პოლიტიკა საჭიროებს რეფორმირებას,ეკონომიკა უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ხალხი ეკონომიკას, „ნაციონალური მოძრაობის" დროს იმიტომ იზრდებოდა ეკონომიკა შედარებით სწრაფად, რომ ძლიერი იყო მსოფლიო ეკონომიკის ფონი, თუმცა სტატისტიკის მიხედვით უმუშევრობის მაჩვენებელი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში 3%-ით შემცირდა.

 

თუ ჩვენ გვინდა განვითარება ამას ფულის გარეშე ვერ გავაკეთებთ, ბევრი ფაქტორია, რომ ინვესტორები მოვიზიდოთ და ეს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არ მოხდება. მითქმა- მოთქმა, რომ დავასრულოთ ამ ეტაპზე არანაირი გადასახადის ზრდა არ იგეგმება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner