„სოციალურად დაუცველთა სიით სარგებლობს პროკურორის ქალიშვილი, როგორ აფასებთ ამ ფაქტს?" - ინგა გრიგოლიას მიერ დასმულ შეკითხვას განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე ტელეკომპანია „პირველის" ეთერში პასუხობს. საქმე ეხება სკანდალურ დოკუმენტს, რომელიც ორი დღის წინ გასაჯაროვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ თბილისის მერიამ განცხადებაც გაავრცელა: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=396
„ფაქტი თავისთავად არ არის ლამაზი და საჭიროებს საქმის მოკვლევას. დაიწყო კიდეც გამოძიება. მაგრამ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც უნდა გაითვალისწონოს ყველა მხარემ. არსებობს კონტროლის პალატა, დღევანდელი მოცემულობით, ეს არის აუდიტის სამსახური და ფიზიკურად შეუძლებელია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი დახარჯვა, რომ არ ხდებოდეს ამ სამსახურის მიერ ხარჯების კონტროლი. ნებისმიერი გაცემული თანხა აღრიცხვაზე ადის ამ აუდიტის სამსახურის ბალანსზე.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პრობლემაზე საუბრობდა ნიკა მელია, რომელიც წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელის მმართველობის პერიოდში 40 მილიონი დაიხარჯა და გადაირიცხა საკუთარი პარტიის მომხრეების სახელფასო ფონდში. არსებობს მორალური პასუხისმგებლობები. ნიკანორ მელია და „ნაციონალური მოძრაობა" საუბრობენ არამიზნობრივ ხარჯებზე?" - განაცხადა აბესაძემ.