logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: ქართული ჩაი ჩინეთიდან 500 მილიონი დოლარის შემოტანის საშუალებას იძლევა
- +

24 მაისი. 2017. 23:19


„ბოლო პერიოდში ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ისე განვითარდა,რაც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო" , -ამის შესახებ „კვირას" პრესკლუბში გამართულ  პრესკონფერენციაზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა.


დავით საგანელიძე ჩინეთში ორ ფორუმს დაესწრო და შერჩეულ 5 გამომსვლელს შორის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა, რაც ყველა ადგილობრივმა მაუწყებელმა გადასცა. საგანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩაის რეაბილიტაციის 10-12წლიანი ბიზნესგეგმა შედგა.


„ის ინტერესი რაც არსებობს ქართული ჩაის მიმართ საშუალებას იძლევა, რომ 500 მილიონი დოლარი იქნას შემოტანილი მხოლოდ ჩინეთის მხრიდან.

 

 

 

„საპარტნიორო ფონდი" ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან ერთად აკეთებს 10-12 წლიან ბიზნეს გეგმას ჩაის რეაბილიტაციის, საქართველო მსოფლიოში ჩაის წარმოებაში იყო მეოთხე ადგილზე, სამწუხაროდ ქართულმა ჩაიმ ეს პოზიციები დაკარგა,თუმცა არსებული პროექტი იძლევა საშუალებას რომ მხოლოდ ჩინეთის მხრიდან ქართულმა ჩაიმ 500 მილიონი დოლარი შემოიტანოს და სატესტო ვარიანტი ყველაზე მაღალ შეფასებას იმსახურებს ჩინეთში", -განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner