logo_geo
eng_logo
როუზ გოტემოლერი: საქართველო NATO -სთვის განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი პარტნიორია
- +

24 მაისი. 2017. 23:23


NATO -ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა ,,მოამბესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო NATO-სთვის განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. გოტემოლერის თქმით, საქართველომ ისტორიული როლი ითამაშა ავღანეთში NATO -ს მისიასთან.

 

საქართველო NATO -სთვის განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. საქართველო მჭიდროდ მუშაობს წლების გამნავლობაში NATO -ს მისიასთან ავღანეთში. საქართველომ ითამაშა ისტორიული როლი, განსაკუთრებით საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა.

 

ვიყავი საოცრად ამაყი გასულ კვირას შეხვედრაზე ნატოს შტაბბინაში. ვსაუბრობდით NATO -ს მისიაზე ავღანეთში და ჩემს წინ მაგიდასთან იმყოფებოდა საქართველოს ელჩი. მსჯელობის დროს საქართველოს ყოფნა ძალიან საამაყო და სასიამოვნო იყო. ავღანეთის პრეზიდენტი ჩაგვერთო ავღანეთიდან, NATO -ს ყველა წევრი და პარტნიორი იმყოფებოდა შეხვედრაზე. არაჩვეულებრივი იყო საქართველოს მონაწილება. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი პრეზიდენტთან და ქართული საზოგადოებისთვის",- განაცხადა გოტემოლერმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner