„აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო.-ეს ოთხი რეგიონია, რომელიც გამოყენებული იქნება ჩაის გაშენებისთვის", -ამის შესახებ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარტნიორო ფონდი ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა. საგანელიძემ აღნიშნა, რომ მიწა, რომელზეც ჩაი გაშენდება საკუთრებაში გადაცემული არ იქნება და მოხდება მისი გამოყენება 49 წლიანი ვადით.
საგანელიძის ინფორმაციით, ჩაის გაშენება დაიგეგმა მისთვის ხელსაყრელი ნიადაგის გათვალისწინებით.
„ეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებად რჩება, უბრალოდ განკარგვით გადაეცემა ინვესტორს 49 წლიანი ვადით, ჩაის წარმოების პროექტი გულისხმობს 12000 ჰექტარზე ჩაის გაშენებას, რომელიც გადანაწილდება 4 რეგიონზე, ამისთვის კი საქართველოში ხელსაყრელი პირობები არსებობს, ტექნიკა მთლიანად გრანტის სახით მივიღეთ ჩინეთის მხრიდან და დარჩება საქართველოში", -განაცხადა დავით საგანელიძემ.