logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: ჩაის წარმოების პროექტი გულისხმობს 12 000 ჰექტარზე ჩაის გაშენებას
- +

24 მაისი. 2017. 23:23


„აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო.-ეს ოთხი რეგიონია,  რომელიც გამოყენებული იქნება ჩაის გაშენებისთვის", -ამის შესახებ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარტნიორო ფონდი ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა. საგანელიძემ აღნიშნა, რომ მიწა, რომელზეც ჩაი გაშენდება საკუთრებაში გადაცემული არ იქნება და მოხდება მისი გამოყენება 49 წლიანი ვადით.


საგანელიძის ინფორმაციით, ჩაის გაშენება დაიგეგმა მისთვის ხელსაყრელი ნიადაგის გათვალისწინებით.


„ეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებად რჩება, უბრალოდ განკარგვით გადაეცემა ინვესტორს 49 წლიანი ვადით, ჩაის წარმოების პროექტი გულისხმობს 12000 ჰექტარზე ჩაის გაშენებას, რომელიც გადანაწილდება 4 რეგიონზე, ამისთვის კი საქართველოში ხელსაყრელი პირობები არსებობს, ტექნიკა მთლიანად გრანტის სახით მივიღეთ ჩინეთის მხრიდან და დარჩება საქართველოში", -განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner