logo_geo
eng_logo
როუზ გოტემოლერი: საქართველოს მართლაც აქვს ყველა მექანიზმი NATO-ს წევრობისთვის მოსამზადებლად...
- +

24 მაისი. 2017. 23:31


NATO -ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა ,,მოამბესთან" ინტერვიუში განაცხადა,  რომ საქართველოს  ყველა მექანიზმი აქვს NATO-ს  წევრობისთვის მოსამზადებლად, მაგრამ, მისივე განცხადებით,  კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.


როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობპირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკის ერთგულია და არანაირი თუ" და მაგრამ" არ არსებობს.

 

ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ მონტენეგროს, რომელიც ალიანსის 29- წევრი იქნება. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ყველა პარლამენტმა უკვე მოახდინა რატიფიკაცია და ახლა მიღების პროცესს დავასრულებთ. ეს არის ძალიან ძლიერი, მკაფიო გზავნილი და NATO-ს ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხიალიანსის წევრ ქვეყნებს მტკიცედ სჯერათ, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება თავისუფლად აირჩიოს მოკავშირეები და უსაფრთხოების მიზნით ურთიერთობები დაამყაროს მათთან.

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. არავის აქვს უფლება აიძულოს რომელიმე ქვეყანა, NATO-ც კი ვერ უკარნახებს და აიძულებს ვინმეს, რომ ალიანსის წევრი გახდეს. ეს შეუძლებელია. ქვეყნებმა თავად უნდა გააკეთონ არჩევანი. საქართველო არის ალიანსის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი.

 

თქვენ მართლაც გაქვთ ყველა მექანიზმი წევრობისთვის მოსამზადებლად, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამიტომ  არის აუცილებელი მხარდაჭერა, დახმარება და ერთად მუშაობა, რომ წევრობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებული იყოს", - განაცხადა გოტემოლერმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner