Reuters-ის ინფორმაციით, გერმანია და საფრანგეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ალიანსი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს NATO-ს აშშ-ის მეთაურობით მოქმედ ანტიტერორისტულ კოალიციას შეუერთდეს.
ამის შესახებ NATO-ს ლიდერები ხვალ ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.