25 მაისს, ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი იხსნება. 28-ე სამიტს NATO კვლავ 28 წევრით, თუმცა ახალი შენობით ხვდება. ბელგიის დედაქალაქში ჩადის აშშ პრეზიდენტიც, რომელმაც თვეების წინ NATO-ს მოძველებული ორგანიზაცია უწოდა, მოგვიანებით კი პოზიცია შეარბილა.
სწორედ ხვალინდელ სამიტზე გაირკვევა, როგორ გაგრძელდება ალიანსის და მისი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ურთიერთობა. დღის წესრიგშია მოსკოვიდან მოსალოდნელი საფრთხეების განხილვაც.