logo_geo
eng_logo
მანჩესტერის ტერაქტის შემსრულებლის მამა დააკავეს
- +

25 მაისი. 2017. 01:11



სააგენტო „ბლუმბერგის" ინფორმაციით, მანჩესტერის ტერაქტის შემსრულებლის მამა 52 წლის რამადან აბადი დაკავებულია. აბადი ლიბიის დედაქალაქში აიყვანეს. ჟურნალისტების ცნობით, მისი დაპატიმრების ოპერაციაში ათეულობით სამხედრო მონაწილეობდა.


დაკავებულია თვითმკვლელი ტერორისტის უმცროსი ძმა, 20 წლის ჰაშემ აბადიც, რომელსაც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ადანაშაულებენ.


ამასთან, მანჩესტერში დააკავეს ბოროტმოქმედის უფროსი ძმა ისმაილი და ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი კიდევ ოთხი ადამიანი.


მანჩესტერში ტერაქტის შემსრულებელი წარმოშობით ლიბიელი სალმან აბადია.  მის მიერ კონცერტზე მოწყობილ თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner