logo_geo
eng_logo
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
- +

25 მაისი. 2017. 01:27



შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართული ევროპა ლიგის ფინალი, ამსტერდამის „აიაქსსა" და ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, ამ უკანასკნელის გამარჯვებით 0:2 დასრულდა.


მე-18 წუთზე, ანგარიში, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ, ფელაინის გადაცემით გახსნა. სხვაობა ორამდე, 48-ე წუთზე, ჰენრიკ მხითარიანმა გაზარდა. შეხვედრის ბოლოსკენ, ჟოზე მაურინიოს შეგირდებს ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ, მესამე გოლის გატანის, მაგრამ „მანჩესტერმა" ამის გაკეთება ვეღარ მოახერხა.


„მანჩესტერ იუნაიტედმა", რომელმაც ევროპა ლიგის ფინალში პირველად ითამაშა და როგორც გამარჯვებულმა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, რაც პრემიერ ლიგიდან ვერ შეძლო.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner