logo_geo
eng_logo
შსს-მ მცხეთაში ნარკორეალიზატორი დააკავა
- +

25 მაისი. 2017. 11:10



შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, კასპის რაიონის სოფელ საქადაგიანოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.


სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 0,1442 გრამ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას კი ამოღებულია 0,0107 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მ.ა.-მ 0,1568 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი 500 ლარად გაყიდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I და IV ნაწილებით).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner