სამართალდამცავებმა ქალაქ მანჩესტერში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავეს.
„დღეს დილით ვიტინგტონის უბანში ჩხრეკა ჩავატარეთ, შედეგად ერთი ეჭვმიტანი მამაკაცია დაკავებული. ასევე, ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი მამაკაცი დავაკავეთ", - წერია მანჩესტერის პოლიციის „Twitter"-ის გვერდზე.
მანჩესტერის პოლიციის ცნობით, გამოძიების ფარგლებში დაკავებული ეჭმიტანილი ქალი ბრალდების წაყენების გარეშე გაუშვეს.
22 მაისს მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამოძიების შედეგად ამ დროისთვის სულ რვა ეჭვმიტანილი პირია დაკავებული.
22 მაისს „მანჩესტერ არენაზე" მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 22 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 59 დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.