გაურკვეველმა პირებმა, თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურის" პარკში მდებარე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" ძეგლს ფერადი საღებავები შეასხეს.
ძეგლი, მწერალ ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით არის შექმნილი.
„კიდე ეს მინდოდა? რა უქნეს ძეგლს? ხომ ხედავენ, რომ „მზიურში" რემონტი მიდის და წვალობს ხალხი, აკეთებენ. ახლა დაჯექი და წერე მერიაში კიდე წერილი, რომ მოვიდნენ და გაწმინდონ. აღარ მინდა ასეთი საქართველო! რამე დავაშავე?" - წერს ორგანიზაცია „მზიანის" ხელმძღვანელი ანა გოგუაძე სოციალურ ქსელში.