logo_geo
eng_logo
„NATO დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩართული საერთაშორისო კოალიციისთვის მხარდაჭერის გაფართოებაზე“
- +

25 მაისი. 2017. 13:13



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღის წესრიგში ორი მთავარი თემაა: ტერორიზმთან ბრძოლაში NATO-ს როლის გაზრდა და ალიანსის წევრებს შორის ვალდებულებების უფრო სამართლიანი განაწილება.


დღეს ჩვენ მივიღებთ მოქმედების გეგმას, რათა უფრო გავაძლიეროთ NATO- წვლილი. თავის დროზე, ავღანეთში ჩვენი ყველაზე მსხვილი ოპერაცია 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ დაიწყო. NATO- ჯარები განაგრძობენ ავღანეთის ძალების წვრთნას. შევაფასებთ ჩვენი მხარდაჭერის დონეს და ამ მისიის მომავალს. ადგილობრივი ძალების გაწვრთნა ტერორიზმთან ბრძოლაში ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


მისივე თქმით, NATO დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩართული საერთაშორისო კოალიციისთვის მხარდაჭერის გაფართოვებაზე.

 

NATO- ყველა 28 წევრი ქვეყანა საერთაშორისო კოალიციის წევრია და დღეს ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ NATO- საერთაშორისო კოალიციაში წევრობის შესახებ. ეს ძლიერი პოლიტიკური მესიჯი იქნება იმის, რომ NATO მოწოდებულია ტერორიზმს ებრძოლოს. ეს ასევე გააუმჯობესებს ჩვენს კოორდინაციას საერთაშორისო კოალიციასთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ NATO ჩართული იქნება საომარ ოპერაციებში.

NATO- შტაბ-ბინის ფარგლებში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ქსელი შეიქმნება, რაც გააუმჯობესებს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის პროცესს.

რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან საკითხს, 2014 წელს NATO- წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უფრო მეტს დახარჯავენ თავდაცვაზე, მათ შორის დაიგეგმა მშპ-ის 2%-ის ინვესტირება თავდაცვით ბიუჯეტში. დღეს ჩვენ შევთანხმდებით, ყოველ წელს შევამუშავოთ ეროვნული გეგმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner