logo_geo
eng_logo
ნოდარ ჯავახიშვილმა „ეროვნული ფორუმი“ 2011 წელს დატოვა
- +

5 აპრილი. 2016. 12:00



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, „ეროვნული ფორუმი" მან 2011 წელს დატოვა. 
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ნოდარ ჯავახიშვილი ამჟამად არც ერთი პარტიის წევრი არ არის. 


ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, როგორც პოლიტიკური პარტიაეროვნული ფორუმის" წევრმა, ეროვნული ფორუმის" მიერ კოალიციის და უმრავლესობის რიგებიდან გასვლის გამო, უნდა დატოვოს მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ნოდარ ჯავახიშვილმა ეროვნული ფორუმი" ჯერ კიდევ 2011 წელს დატოვა", - წერია სამინისტროს განცხადებაში. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner