logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ სულიერად ავმაღლდეთ და ვიხილოთ დიდება უფლისა
- +

25 მაისი. 2017. 13:41



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამაღლების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და უფლის ამაღლების შესახებ ისაუბრა.


უწმინდესმა განაცხადა, რომ ღმერთმა ინებოს, რომ სულიერად ავმაღლდეთ და ვიხილოთ დიდება უფლისა სასუფეველში ცათასა.


ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მოციქულები, რომელთა დასწრებით ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დაბრუნდნენ იერუსალიმშისიხარულითა დიდითა" იმიტომ, რომ უფალმა ბრძანა - „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა". დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს, რომელიც უხილავად ჩვენთან არის", - განაცხადა უწმინდესმა.


პატრიარქმა თავდადებული მსახურებისთვის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურები დააჯილდოვა, კერძოდ, დეკანოზი გიორგი იუტაშვილი გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, მღვდელი ალექსი გელაშვილი და მღვდელი ლუკა ბითაძე აყვანილნი არიან დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდნენ გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner