,,საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მომავალ არჩევნებში საარჩევნო სიაში აღარ იქნება. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, მან ჯერ კიდევ დაახლოებით 2 წლის წინ დააფიქსირა პოზიცია, რომ პარტიას განახლება სჭირდება და საჭიროა ახალი სახეები.
„განვლილი პერიოდი და წლები, რომლებიც მე პარლამენტში გავატარე, ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი, ალბათ, საკმარისია იმისთვის, რომ ახალი თაობა, ახალი სახეები მოვიდნენ, ახალი ენერგიით, ახალი ცოდნით და შესაბამისად, ნამდვილად არ ვთვლი საჭიროდ და არც აზრი შემიცვლია, რომ მე მომავალ პარლამენტში ვიყო", - განაცხადა საგანელიძემ.