logo_geo
eng_logo
ლევან ალაფიშვილი: პრეზიდენტს პოპულისტური თემებით თამაში, შეიძლება, სჭირდებოდეს მხოლოდ…
- +

25 მაისი. 2017. 15:55


 

 

ნაცვლად იმისა, რომ თქვას, როგორ წარმოუდგენია უსაფრთხოება, როგორ წარმოუდგენია სამხედრო ძალების მართვა, უნდა გაუქმდეს თუ არა გენერალური შტაბი - რაც გაწერილია კონსტიტუციის პროექტში. ამაზე მკაფიო პასუხი ან პოზიცია მისგან არ გვსმენია და ეს კარგი არ არის..." - განაცხადა ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში პრეზიდენტზე საუბრისას.

 

პრეზიდენტის პოზიციებიდან უკვე იკითხება მისი სურვილი, კენჭი იყაროს არჩევნებში. პოპულისტური ან პოპულარული თემებით თამაში, შეიძლება, მას სჭირდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული, მოკლე ან საშუალოვადიანი მიზნებისთვის. ეს შეიძლება იყოს 2018 წლის საპრეზიდენტო ან 2020 წლის უკვე საპარლამენტო არჩევნები. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს პრეზიდენტის ირგვლივ გამოკვეთილი პოლიტიკური გუნდი არ არის, ჩემთვის ეს წარმოჩინდება საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის სურვილად. პრეზიდენტი უფრო მეტად ისეთ თემებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც პოპულარულია, მაგრამ კონსტიტუციურად მის კომპეტენციაში არ შედის, ვიდრე, პირიქით, იმ საკითხებზე, რომელზეც უნდა აკეთებდეს აქცენტს. მაგალითად, სამხედრო ძალების მართვა, მაგალითად, უსაფრთხოების სექტორის მოწყობა, მაგალითად, მოქალაქეობის საკითხი და კონსტიტუციით შემოთავაზებული მოქალაქეობა შეთავსებით - ეს ყველაფერი პრეზიდენტთან, როგორც სახელმწიფოს მეთაურთან, და უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია.

 

რეალურად პრეზიდენტის ადგილი სადაც არ არის და იქ, სადაც მთავრობის ადგილია - ფისკალური პოლიტიკა და ასე შემდეგ - იმ თემაზე საუბრობს სახელმწიფოს მეთაური, ნაცვლად იმისა, რომ თქვას, როგორ წარმოუდგენია უსაფრთხოება, როგორ წარმოუდგენია სამხედრო ძალების მართვა, უნდა გაუქმდეს თუ არა გენერალური შტაბი - რაც გაწერილია კონსტიტუციის პროექტში. ამაზე მკაფიო პასუხი ან პოზიცია მისგან არ გვსმენია და ეს კარგი არ არის..." - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner