logo_geo
eng_logo
„ეროვნულ-ახალგაზრდული მოძრაობა“ 17 მაისს მსვლელობას გამართავს
- +

5 აპრილი. 2016. 12:03



საქართველოს ეროვნულ-ახალგაზრდული  მოძრაობა მიმდინარე წლის 17 მაისს  „ოჯახის სიმტკიცის დაცვის დღესთან" დაკავშირებით მსვლელობას მოაწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის დამფუძნებელი ელენე ლორთქიფანიძე ავრცელებს.



ჩვენმა ორგანიზაციამ მოიპოვა ინფორმაცია, ოჯახის სიმტკიცის დაცვის დღესთან" დაკავშირებით, რომელიც ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა, რომ ამა წლის 17 მაისს არ იგეგმება ღონისძიება, არც საპატრიარქოს და არც სამოქალაქო სპექტრის ინიციატივით.

 

 

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ეს პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე ავიღოთ და 17 მაისს ვუხელმძღვანელოთ გარკვეულ ინიციატივებს, რომელთაც გავაერთიანებთ და მივიღებთ ერთ დიდ და ლამაზ ღონისძიებას, რასაც თან დაერთვება მსვლელობა (მცირე მასშტაბით). პროექტი დამუშავების პროცესშია და უახლოეს პერიოდში დეტალურად გახდება ცნობილი.

მნიშვნელოვანია, თითოეულმა თქვენგანმა მიიღოს მონაწილეობა, რათა ყველამ ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი დამოკიდებულება არა მხოლოდ პატრიარქის ინიციატივის გამო, არამედ ჩვენივე სურვილით. მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდი დატვირთვის მატარებელია 17 მაისი შინაარსობრივად, როგორც ოჯახის სიწმინდისა და სიმტკის დაცვის დღე.

იმედი მაქვს, რომ საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალურად მოხდება და ყველა ერთად საზეიმო განწყობით აღვნიშნავთ ამ მართლაც ყველასათვის მნიშვნელოვან დღეს.

საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობის მსურველები პირადად დამიკავშირდით.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის", - წერს ლორთქიფანიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner