მუსიკოსი დათო ევგენიძე გაზეთ „ახალ თაობასთან" მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონის, მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძის შესახებ საუბრობს.
„ეს უნდა ვიცოდეთ! ბანკის შენობაში შევხვდი მაია ჩიბურდანიძეს - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, ჭადრაკის ლეგენდას, რომელიც კრედიტს იღებდა ბანკიდან. თანხას არ დავაზუსტებ, რომელიც ან წამლისთვის ან, უბრალოდ, პროდუქტის შესაძენად სჭირდებოდა. უბრალოდ, გაუგებარია, რა გვჭირს!" - ამბობს დათო ევგენიძე.