logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ხვალინდელი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა უნიკალურია ჩვენთვის თავის მნიშვნელობით
- +

25 მაისი. 2017. 21:30



„არაწევრ ქვეყანაში ასეთი საპარლამენტო ფორუმი იშვიათად კეთდება",-ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში პარლამნტის თავდაცვისა და  უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ისაუბრა. სესიაშვილის განცხადებით, ის ხვალ თბილისში ჩამოსული NATO-ს დელეგაციის მასპინძელი იქნება. მსგავსი საპარლამენტო ფორუმი სესიაშვილის განმარტებით უპრეცედენტოდ შეიძლება ჩაითვალოს თავისი მნიშვნელობით.


„ის, რომ თბილისი შ ამ ასამბლეის მასპინძლად უკვე მეტყველებს თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს NATO საქართველოს. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვწილად ახალი ეტაპი ურთიერთობის. ხვალინდელი საპარლამენტო ასამბლეა უნიკალურია ჩვენთვის, რადგან არაწევრ ქვეყანაში ასეთი ფორუმი იშვიათად კეთდება , საბოლოო ჯამში ერთი დეკლარაცია მიიღება და ეს ეხება საქართველოს, ესაა მეხუთე შემთხვევა და ბოლოს 2002 წელს ჩატარდა ბულგარეთში, მას შემდეგ არაწევრ ქვეყანაში ფორუმი არ ჩატარებულა. ამ ფაქტის ერთგვარად ხდება იმის აღიარება თუ რა წარმატებებს მიაღწია საქართველომ დემოკრატიის განვითარების კუთხით", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner