„როიტერის" ინფორმაციით, საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლუკას პაპდიმოსი მძღოლთან ერთად ააფეთქეს. არსებული ინფორმაციით, პაპდიმოსი და მისი მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ისინი დაჭრილები არიან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საკუთარ მანქანაში მჯდომ ყოფილ პრემიერს დანაღმული წერილი აუფეთქდა ხელში. ლუკას პაპდიმოსი წარსულში ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.