logo_geo
eng_logo
რატომ წავიდა ბარნოვა „იმედიდან“ – ახალი სერიალი ტასოს გარეშე
- +

5 აპრილი. 2016. 12:08



„კვირა+"-ის ინფორმაციით, „იმედი" ახალ სერიალზე მუშაობს, რომელიც „შუა ქალაქის" სტილში იქნება. პროექტის დეტალები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა სერიალი აქტიური მზადების პროცესშია.


„კვირა+"-ის ცნობით,  პროექტში ჩართვის სურვილი ტასო ბარნოვამ გამოთქვა, თუმცა მან მონაწილეობაზე უარი მიიღო, რის გამოც პროტესტის ნიშნად „ილო ბეროშვილის შოუ" დატოვა.


აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის პროდიუსერმა შალვა რამიშვილმა „კვირა +" -სთან მოკლე კომენტარი გააკეთა:


„არაფერი, უბრალოდ შემოქმედებითი პაუზა აიღო. ტასოსთან საქმე არ გაგვიფუჭდება, ძალიან ნიჭიერი გოგოა და ჩვენ კვლავ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, „ილო ბეროშვილის შოუდან" ის ჩვენ არ გაგვიშვია".


„კვირა+" შეეცადა, კომენტარი თავად ტასო ბარნოვასთანაც ჩაეწერა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner