logo_geo
eng_logo
პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ გრძელდება
- +

25 მაისი. 2017. 22:02



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" გრძელდება.


21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის" შექმნაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ამჯერად, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის მოსახლეობას აქვს.


დღეს ქალაქ ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში, „ვეფხისტყაოსნის" გადაწერის ცერემონიას, გურიის გუბერნატორის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, მოქალაქეები, მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.


პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი", საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს". პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.


პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" 15 მაისს, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაიწყო, 16 მაისს, კი „ვეფხისტყაოსნის" სტროფები ვარძიის ტერიტორიაზე გადაწერეს.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner