logo_geo
eng_logo
ოზურგეთში ასფალტ-ბეტონის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება
- +

25 მაისი. 2017. 22:06



„აწარმოე საქართველოში" პროგრამის მხარდაჭერით ოზურგეთში ასფალტ-ბეტონის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება.


დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, საწარმოს დირექტორთან ილია კეკელიძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მდებარე ასფალტის გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა.


ასფალტ-ბეტონის საწარმო მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიხსნება და ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ფოთსა და ქობულეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოემსახურება. საწარმო საათში 80 ტონა ასფალტის წარმოებას შეძლებს. დასაქმდებიან ადგილობრივები. პროექტის ღირებულება 1 00000 ლარს შეადგენს.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner