„დეკლარაციაში მოწოდებული იქნება, რომ მხარი დაეჭიროს საქართველოს ინტეგრაციას NATO-ში", -ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. სესიაშვილის ინფორმაციით, ხვალინდელი ფორუმიდან მთავარი გზავნილი რუსეთის მისამართით იქნება.
„დეკლარაციაში დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკა, რაც გამოიხატება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაში და ღია პოლიტიკის მხარდაჭერა იქნება გამოცხადებული",-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა, მისივე ინფორმაციით ხვალ თბილისში გამართულ ფორუმს NATO-ს გენერალური მდივნის პირველი მოადგილე და 28 წევრი ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. მათი რიცხვი 600-სს აღემატება.