logo_geo
eng_logo
აშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს სავარაუდოდ, ზაფხულში განიხილავს
- +

25 მაისი. 2017. 23:26



reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს სავარაუდოდ, ზაფხულში განიხილავს. მოსკოვის მიმართ ახალი შეზღუდვების დაწესებას იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ სირიაში არსებული ვითარება არ შეიცვლება. ამის შესახებ განცხადება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა ბობ კორკერმა გააკეთა.


კორკერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილეროსნი უახლოეს ხანში წარდგება კომიტეტში და სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე ისაუბრებს.


სანქციების შესახებ კანონპროექტს ამის შემდეგ განხილავენ, თუ ამას კომიტეტის სხვა წევრებიც მოისურვებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner