გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამაში განაცხადეს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, 1,5 მილიონი უკრაინელი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა.
ექსპერტების ინფორმაციით, დაახლოებით 300 000 ადამიანს დახმარება დაუყონებლივ სჭირდება.
უკრაინაში გაერო-ს ორგანიზაციის წარმომადგენლის ჯანკარლო სტოპონის განცხადებით, საკვები პროდუქტების ყველაზე მწვავე დეფიციტი ლუგანსკის ოლქის რაიონებშია.
გაერო-ს სასურსათო პროგრამა უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობას 2014 წლის ნოემბრიდან ეხმარება.