logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს უდიდესი ძალა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის მტკიცე კავშირშია
- +

26 მაისი. 2017. 10:20



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 11 სექტემბრისა და NATO-ს წესდების მე-5 მუხლის მემორიალის გახსნისას განაცხადა, რომ NATO-ს უდიდესი ძალა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის მტკიცე კავშირშია.


„ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. ასობით ათასი ევროპელი და კანადელი ჯარისკაცი ერთად იბრძოდა ამერიკულ ჯარებთან ავღანეთში, რათა ავღანეთი კვლავ არ გამხდარიყო საერთაშორისო ტერორისტებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი. ჩვენი სოლიდარობის მეშვეობით ჩვენი ხალხი უსაფრთხოდაა. როდესაც ჩვენი ღია და თავისუფალი საზოგადოებები თავდასხმის ობიექტები ხდებიან, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს და ჩვენი ცხოვრების წესს. ამიტომაც, ძლიერი NATO კარგია ევროპისთვის და კარგია ჩრდილოეთ ამერიკისთვის. NATO-ს უდიდესი ძალა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის მტკიცე კავშირშია. 11 სექტემბრისა და NATO-ს მე-5 მუხლის მემორიალი ყოველდღიურად შეგვახსენებს ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირების შესახებ. ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ საერთო ბრძოლაში ტერორიზმის წინააღმდეგ", - განაცხადა სტოლტენბერგმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner