„სამჭკუაშვილიც რომ დასვათ პროკურატურაში, ისიც ვერაფერს იზამს", - ასე აფასებს შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც საქართველოში ბოლო დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს.
კახა თარგამაძე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზეც საუბრობს, რომლებიც ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით საპროტეტო აქციებს პერიოდულად მართავენ.
„ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვებისთვის, მაგრამ გუშინ გარჭობილი რომ გვქონდა პალო ერთ ადგილას, აღარ გახსოვთ?! დღეს თურმე ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს - რატომ ავრცელებს სააკაშვილი ამ კადრებსო?! რა შუაშია პროკურატურა კადრების გავრცელებასთან?! ამის გამავრცელებლები ოპერატიულმა სამსახურებმა უნდა იპოვონ. კიდევ ვიმეორებ - სამჭკუაშვილიც რომ დასვათ პროკურატურაში, ისიც ვერაფერს იზამს, თუ დასავლეთმა არ მოინდომა. არასამთავრობოების 99 პროცენტი მიშისტია. ერთი სპეცსამსახურის აგენტები გახლავან! გადაეცით ჩემგან, კაპიტნის ფორმები ჩაიცვან და ისე იარონ თქვენმა არასამთავროებებმა. მაგ ავაზაკებს, დღემდე იმხელა საცეცები აქვთ საზღვარგარეთ, ვერც კი წარმოიდგენთ. ხომ ხედავთ, საფრანგეთში დღეობებს იხდიან, უკრაინაში ბოგინობენ. მთელი ევროპა მათ ხელშია. ვინც დღეს ამ გარეწრებს ლობირებს, ზუსტად მაგ ჯგუფმა დააწყებინა სააკაშვილს 2008 წლის ომი, რათა საბოლოოდ დაემთავრებინათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა", - აცხადებს ყოფილი მინისტრი.
კახა თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მმართველობას იხსენებს და დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, ანალიზზე საუბრობს. შს ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ დანაშაული და მკვლელობათა სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ეს ციფრი „ნაციონალების ხელისუფლების" დროს გაიზარდა.
„დღესაც სჯერა ბევრს, რომ სააკაშვილმა ქვეყანაში წესრიგი დაამყარა და კრიმინალი აღკვეთა. მაგათ დროს 9-ჯერ გაიზარდა მკვლელობების და ზოგადად დანაშაულის რაოდენობა! ეს ოფიციალური სტატისტიკაა! ჩემი მინისტრობის დროს წელიწადში 103 მკვლელობა ხდებოდა, მაგათ ხელში მკვლელობის რაოდენობა 900- მდე გაიზარდა. საქართველოს ციხეებში 6 300 პატიმარი იყო, „ნაციონალების" დროს კი ეს ციფრი 47 ათასს გაუტოლდა. ქვეყანა გაანადგურეს და ხალხს კი უმტკიცებდნენ, რომ ააშენეს, აი, ეს არის მთელი უბედურება.
აბა, დასავლეთში ჩაედინათ ასეთი დანაშაული, აპატიებდნენ?! გამოიძიეთ! - 2008 წლის შემდეგ ხუთი მილიარდი დოლარი რომ მიიღო საქართველომ კრედიტის და დახმარების სახით, აქედან 500 მილიონი არ მოხმარებია ქვეყანას, სად წავიდა ეს ფული? რა უნდა ამის დადგენას და დამნაშავეების პოვნას? დღეს უკვე ეჭვი მეპარება, სააკაშვილი ვინმემ დასაჯოს", - ამბობს კახა თარგამაძე.
ამასთანავე, კახა თარგამაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში გაიმართება. ყოფილი მინისტრი კატეგორიულად გამორიცხავს არჩევნების პერიოდში დესტაბილიზაციას.
„დესტაბილიზაცია არა, ჭიჭიკო! ვინ არის დესტაბილიზაციის მომწყობი, ის ყბამონგრეული გივი თარგამაძე, ჩიჩვირი რომ აქვს ჩამოგდებული?! მაგ ნაძირალას თავისი ლანდისაც კი ეშინია! ამ ხელისუფლებას პასუხი იმისთვის უნდა მოეთხოვოს, რომ თავის დროზე ეს არამზადები ციხეში არ ამოალპო! როგორ შეიძლება კრიმინალებთან კოჰაბიტაცია?!" - აცხადებს კახა თარგამაძე.