სოფო ნიკოლაძე თავისი დეიდის - მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს საღამოს ბევრმა მომწერა პირადში, „ამიფეთქეს ტელეფონი"... იმ დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ჩვენი ბეჭდური მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ავრცელებს მაია ჩიბურდანიძის სავალალო ფინანსური მდგომარეობის გამო.
ვინაიდან მაიას დისშვილი ვარ, შემიძლია დაგამშვიდოთ - არანაირი კრედიტის ასაღებად ბანკში არ ყოფილა, ბანკის ვალი არც არასოდეს ჰქონია და არც მომავალში აპირებს, ისარგებლოს საბანკო კრედიტით!", - წერს სოფო ნიკოლაძე.
გაზეთ „ახალ თაობაში" გამოქვეყნდა მუსიკოს დათო ევგენიძესთან ინტერვიუ, გთავაზობთ ამონარიდს:
„ეს უნდა ვიცოდეთ! ბანკის შენობაში შევხვდი მაია ჩიბურდანიძეს - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, ჭადრაკის ლეგენდას, რომელიც კრედიტს იღებდა ბანკიდან. თანხას არ დავაზუსტებ... უბრალოდ, გაუგებარია, რა გვჭირს!"