logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე: ძალიან კარგი იქნება, თუ გიორგი კვირიკაშვილი პარტიის ლიდერი გახდება
- +

5 აპრილი. 2016. 12:47



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპეტენტური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია და კარგი იქნება, თუ იქ „ქართული ოცნების" ლიდერი გახდება.



თუკი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იქნება პარტიის ლიდერი, ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან ის არის ძალიან კომპეტენტური, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი და კარგად ხედავს იმ პრიორიტეტებს, რისი მიდევნების შემთხვევაში შეიძლება ქვეყანა კარგად განვითარდეს. ამიტომ, მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner