საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპეტენტური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია და კარგი იქნება, თუ იქ „ქართული ოცნების" ლიდერი გახდება.
„თუკი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იქნება პარტიის ლიდერი, ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან ის არის ძალიან კომპეტენტური, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი და კარგად ხედავს იმ პრიორიტეტებს, რისი მიდევნების შემთხვევაში შეიძლება ქვეყანა კარგად განვითარდეს. ამიტომ, მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.