logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გაკონტროლებას ითხოვს
- +

5 აპრილი. 2016. 12:49



საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ჯიბეებიდან 47 მილიონი ლარით ფინანსდება, გარყვნილი ლიბერასტების ბუდეა და ერთ-ორ გადაცემას თუ არ ჩავთვლით, ეკრანიდან გაუგონარ უნიჭობას, უგემოვნებასა და სიბინძურეს აფრქვევს..." - აღნიშნული განცხადება პოეტმა რეზო ამაშუკელმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა.



პოეტი ხელისუფლებას მიმართავს და „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გაკონტროლებას სთხოვს.



„კარგი, ბატონო, ხელისუფლება კერძო ტელევიზიების საქმიანობაში ვერ ჩაერევა, მაგრამ საზოგადოებრივ ტელევიზიას ხომ მაინც უნდა მიხედოს? ერთი ტელევიზია მაინც ხომ უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც ქართული სულიერებისა და ეროვნული კულტურის გადარჩენას მოემსხურება? კატეგორიულად ვითხოვ პასუხს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან -აპირებს თუ არა მთავრობა, რომ „პირველ არხს" მიხედოს? თუ ეს საკითხი არ გაინტერესებთ, მაშინ გვითხარით და „საზოგადოებრივ მაუწყებელს" ჩვენ -საზოგადოება მივხედავთ!" - აცხადებს რეზო ამაშუკელი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner