logo_geo
eng_logo
ბრიტანელი ლეიბორისტი ტერაქტების საფრთხეს ქვეყნის საგარეო კურსს უკავშირებს
- +

26 მაისი. 2017. 20:42



გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი ტერორიზმის საფრთხის ზრდას ქვეყნის საგარეო პოლიტიკას უკავშირებს. მისი განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს ჩართულობა სხვა ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტებსა და სამხედრო სპეცოპერაციებში, ზრდის საშიშროებას, რომ ბრიტანეთი ტერორისტების სამიზნედ მომავალშიც იქცეს.


ლეიბორისტული პარტიის ლიდერი განცხადებას პოლიტიკოსების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორბინი მანჩესტერის ტერაქტის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ უპასუხისმგებლობასა და „არაადამიანური შინაარსის" იდეების გავრცელებაში დაადანაშაულა. „ჯერემი კორბინმა ამ განცხადებით, ფაქტობრივად, ტერორისტები გაამართლა" , - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.  




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner