logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი „ფრონტერას“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
- +

19 თებერვალი. 2016. 15:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ფრონტერას" აღმასრულებელ დირექტორს სტივ ნიკანდროსს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები კომპანიის საქართველოში მუშაობის პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები იყო.


შეხვედრაზე განიხილეს, რა შეიძლება გააკეთოს დამატებით საქართველოს მთავრობამ, კომპანიის სამომავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.


ასევე, დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა „ფრონტერასთან" ენერგეტიკის სამინისტროს მონაწილეობით.


საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და „ფრონტერას" აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner